ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა.
საგანმანათლებლო თავგადასავალი მოსწავლეებმა არაერთი ღონიძიებითა თუ აქტივობით დაიწყეს, ახლახან კი ევროპული ენების დღე აღნიშნეს.
ევროპული ენების დღეს, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის გაკვეთილზე სხვადასხვა აქტივობა მიუძღვნეს.
მათ შორის - გაიმართა ვიქტორინა სახელწოდებით - „ევროპა“ და მოეწყო აქტივობა - „აღიქვი ჟღერადობა“ - გამოიცანი ენა.
აქტივობებს პედაგოგი თამარ დოლაკიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: