16 სექტემბერს, ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე კი პედაგოგებმა იზრუნეს, რომელთაც ბავშვებს საზეიმო მიღება მოუწყვეს.
საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა სახელმწიფო დროშა, დირექციის წევრებმა და პედაგოგებმა მოწაფეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ყველაზე პატარებისთვის - პირველკლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც სასკოლო ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამენ, ამიტომ პედაგოგები მათ გულთბილად, დიდი სიყვარულით დახვდნენ და შეეცადნენ მათთვის პირველი ზარი ზღაპრულ მოგონებად ექციათ.
„გუბის საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყო. ამ დღის მთავარი გმირები, რასაკვირველია, ჩვენი საყვარელი მოსწავლეები არიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე პირველკლასელთათვის, რადგან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და პირველ ნაბიჯებს დგამენ ცოდნის ტაძარში. ულევ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ ჩვენს პირველკლასელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: