ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ აღზარდონ თაობები, რომლებიც წარმატებებითა და მიღწევებით სკოლას ასახელებენ.
სწორედ ასე, 2023-2024 წლის ბოლოსაც, წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა მშობლიურ სკოლას ნამდვილად მისცეს სიამაყის საფუძველი. სკოლის ოთხივე აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ მათგან 3-მა 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს და არც ერთი მათგანი რეპეტიტორებთან არ მეცადინეობდა.
სასკოლო საზოგადოება ახალგაზრდებს: ლიზი ფინთიხაშვილს, ბარბარე ბაკურაძეს, ელენე ბაკურაძეს და ნინი თვარაძეს, მშობლებს, სკოლის მასწავლებლებს, ულოცავ ამ წარმატებას და უკვე სტუდენტებს წინსვლას უსურვებს.
„ყველას გილოცავთ, ვამაყობთ თქვენით! ოთხი აბიტურიენტიდან ოთხივე სტუდენტი გახდა, სამი 50% იანი გრანტით, რაც მთავარია სკოლაში მიღებული ცოდნით, რეპეტიტორის გარეშე...“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: