ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას.
ამის ნათელი მაგალითია, სკოლაში არსებული ეკოკლუბი, რომელიც აქტიურ საქმიანობას ეწევა და წარმატებით მონაწილეობს გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“.
აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბი კონკურსის ნახევარფინალში, უკვე მეორედ გავიდა.
„დიდი მადლობა ჩემი ეკოკლუბის წევრებს, რომლებმაც მრავალი აქტივობა განახორციელეს და მეორედ მოხვდენ ნახევარფინალში, სადაც მიიღეს საჩუქრები. მრავალი წარმატება ეკოპატრიოტებს და დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელობას ასეთი შესაძლებლობისათვის“, - აღნიშნავს პედაგოგი ლამარა ბერიძე და მოსწავლეებს წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: