ლიხეთისა და ურავის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ენების ევროპული დღე საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით აღნიშნეს
27-09-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლამ ტრადიციულად აღნიშნა ენების ევროპული დღე. ამჯერად, ღონისძიებას მეგობარი ურავის საჯარო სკოლაც შეუერთდა.

მოსწავლეები ჩვეული ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ პროცესში: დაამზადეს ევროპის ქვეყნების დროშები, სხვადასხვა ენაზე ისწავლეს ფრაზები: „გამარჯობა! როგორ ხარ? მე შენ მიყვარხარ!“

ღონისძიების ხელმძღვანელმა, აქტივობა - „იცოდი თუ არა, რომ...“ განსაკუთრებით საინტერესოდ წარმართა, მოსწავლეებმა გაიგეს ბევრი ახალი ფაქტი ენებთან დაკავშირებით; ასევე, სახალისო იყო „გამოცნობანა“: გამოიცანი ენა, ჰიმნი, ნაციონალური ცეკვა; დასასრულს კი, როგორც ყოველთვის, მუსიკალური კარაოკე მოეწყო.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ, ამ მასშტაბური ღონისძიების მხარდამჭერებს კი მადლობას უხდიან. 

„დიდი მადლობა, ენების ევროპული დღის მხარდამჭერ ყველა ორგანიზაციას ასეთი საინტერესო და სასარგებლო იდეის დანერგვისა და განხორციელებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, იტალიის საელჩო, ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვა“, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ევროპის საბჭო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203