ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელების ლიხეთისა და ურავის საჯარო სკოლები ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდნენ.
სასკოლო სპორტის დღე სკოლების მოსწავლეებმა სპორტული ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლების თანამშრომლობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გაიმართა სპორტულ-გასართობი თამაში - „მხიარული სტარტები“.
ლიხეთისა და ურავის საჯარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, ბევრი იაქტიურეს, იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: