თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა ამაღლებული განწყობით, მრავალფეროვნად მორთულ გარემოში განახლდა.
საგანგებოდ გამოწყობილ მოსწავლეებს, პედაგოგებმა გულითადი მასპინძლობა გაუწიეს, საკლასო ოთახები მრავალფეროვნად მორთული დაახვედრეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
სასკოლო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით სტიმულის მიმცემი გახდა დირექტორის ნინო ენუქიძის მილოცვა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავთ ყველა პირველკლასელს, სრულყოფილი ცოდნა მიეღოთ და ამ ცოდნით ღირსეული მამულიშვილობა გაეწიოთ სამშობლოსათვის. ბედნიერი იყოს თქვენთვის ახალ სამყაროში შემობიჯება ჩვენო პირველკლასელებო“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები: