დღეს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში საქართველოს უახლესი ისტორიის ეს ტრაგიკული დღე გაიხსენეს და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც სკოლის წარმომადგენელი გვეუბნება, ფოთის N7 საჯარო სკოლაში, ამ დღეს, როგორც ტრაგიკულს, ყოველთვის აღნიშნავს აფხაზეთიდან დევნილი მასწავლებელი ნანა შენგელია. თუმცა დღეს, საპატიო მიზეზით იგი სკოლაში არ არის, მაგრამ საავადმყოფოს პალატიდან გაცემული მითითებებითა და რჩევებით, მშობლებისა და მოსწავლეების მონდომებით, მაინც აღინიშნა ეს დღე.
სკოლაში, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ითქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა, რომ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში.
„ასე იცის საქმისა და ერთმანეთის სიყვარულმა… ასეა, როცა მასწავლებლობა სისხლში გაქვს“, - აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგის ღვაწლს განსაკუთრებით აფასებენ.
იხილეთ ფოტოები: