ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე დიდ დღესასწაულს ჰგავდა.
ახალ სასწავლო წელს სასკოლო საზოგადოება სიახლით შეხვდა, სკოლას ახლი დირექტორი ნინო მჟავანაძე უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ჭანჭათის საჯარო სკოლის კარი 4-მა პირველკლასელმა შეაღო.
სასკოლო საზოგადოებისთვის ემოციებით დატვირთული და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო, 2024-2025 სასწავლო წლის პირველი დღე.
„ჩვენი სკოლა ერთი პატარა სოფლის პატარა სკოლაა, მცირეკონტიგენტიანი, 16 სექტემბერი კი ზეიმად იქცა ჩვენი მოსწავლეებისთვის“, - ასე აფასებენ სკოლაში პირველ დღეს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: