აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
27-09-2024

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ისტორისს სწავლებასა და მოსწავლეებისთვის იმ მთავარი ღირებულებების გაღვივებას, რაც ქართველ ერს ოდითგანვე, ჭირსა თუ ლხინში მოსდევს. 

სწორედ ამ მოტივით, სასკოლო საზოგადოებამ არც ისე შორეული წარსული გაიხსენა, უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღე - 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. 

„ეს არის დღე, რომელიც არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას. დაიღუპა უამრავი ადამიანი. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ და მათი სახელები არ უნდა მიეცეს დავიწყებას“, - ეს გახლდათ მოსწავლეთა უმტავრესი გზავნილი. 

პატრიოტული სულისკვეთების განმსჭვალულმა მოსწავლეებმა, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით ემოციური ღონისძიება გამართეს და პატივი მიაგეს გმირთა ხსოვნას. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი მაია დარასელია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203