ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს, სასწავლო წელი ხალისითა და დიდი ჟრიამულით განახლდა.
სასკოლო საზოგადოებისთვის ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო.
სკოლას, კლასელებსა და პედაგოგებს მონატრებულმა მოსწავლეებმა სკოლა სასიამოვნოდ აახმაურეეს და საკლასო ოთახებს სიამოვნებით დაუბრუნდნენ.
„კარგი მოგზაურობა ახალ სასწავლო წელს“, - ამ სიტყვებით შეეგებნენ სკოლაში მოსწავლეებს და თავგადასავლებით სავსე აკადემიურ წელს შეპირდნენ.
იხილეთ ფოტოები: