გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო, სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში ამაღლებული განწყობით ჩაერთო.
მოსწავლეებისთვის ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე იყო ახალი სასწავლო წლის პირველი დღე. კლასელებსა და საყვარელ პედაგოგებს მონატრებული მოსწავლეები ერთმანეთს სიხარულით შეეგებნენ.
პედაგოგებმა მონატრებულ მოსწავლეებს გულთბილი დახვედრა მოუწვეს და მრავალფეროვნად მორთულ კლასებში უმასპინძლეს.
განსაკუთრებით ემოციური კი, პირველკასელთა მიღება იყო, რომლებაც ცოდნის ტაძრის კარი პირველად შეაღეს, მათ საზეიმოდ გადაეცათ ბუკები.
იხილეთ ფოტოები: