ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმითა და ჟრიამულით დაიწყო.
„პირველი დღის მხიარული აურზაური“, - ასე უწოდეს 16 სექტემბერს, კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში, დღეს, რომელიც ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
„ყველას, ყველას, ყველას, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“, - ასეთი გულახდილი შეძახილით კი დაიწყო სასწავლო პროცესი სკოლაში და უკვე მეორე კვირაა აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს.
სკოლაში მოსწავლეების განწყობასა და მოტივაციის ამაღლებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, მათთვის სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს ქმნიან და ხარისხიან განათლებას სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: