„მე მიყვარს სოხუმი“ -  საინტერესო პროექტი წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში
27-09-2024

დღეს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში საქართველოს უახლესი ისტორიის ეს ტრაგიკული დღე გაიხსენეს.

სოხუმის დაცემის დღსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მიერ სკოლაში დაიგეგმა და ჩატარდა სასწავლო პროექტი - „მე მიყვარს სოხუმი“.

პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი ელენა გოგია.

პროექტის ფარგლებში გაიმართა საინტერესო აქტივობები: გამოკითხვა თემში, პრეზენტაცია, კინოჩვენება, დისკუსია, ბუკლეტების დარიგება.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში. ემოციური იყო მათთვის სოხუმის დაცემის კადრები. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს არაერთი საინტერესო კითხვა დაებადათ, თუმცა იყო მთავარი კითხვა - „დავბრუნდებით აფხაზეთში?“, რასაც აუდიტორიამ ერთხმად გასცა პასუხი: „აფხაზეთი სქართველოა!“.

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგ ელენა გოგიას და თითოეულ პროექტში მონაწილე მოსწავლეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203