დღეს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დილიდანვე საქართველოს დროშა დაეშვა.
მოსწავლე-მასწავლებლებმა 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან შერჩეული ფოტომასალის თემატური გამოფენა, მოისმინეს აფხაზეთის ომთან დაკავშირებით, უფროსკლასელთა მიერ წაკითხული ინფორმაცია.
31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
იხილეთ ფოტოები: