ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მიღება და დიდი შემართებით განახლებული სასწავლო პროცესი
27-09-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი განახლებული შემართებითა და ამაღლებული განწყობით დაიწყეს.

„ჩვენო საყვარელო ბავშვებო, მასწავლებლებო, მშობლებო, ყველას გილოცავთ ახალ სასწავლო წელს მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ!“, - ამ სიტყვებით შეეგება სკოლის ადმინისტრაცია სასკოლო საზოგადოებას და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

მოსწავლეები საკლასო ოთახებში საზეიმოდ დაბრუნდნენ და უკვე მეორე კვირაა სასწავლო პროცესში აქტიურად და ხალისით არიან ჩართულნი. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლაში ახალი დირექტორი თამუნა ტაბატაძე დაინიშნა. 

„წარმატებულ და ნაყოფიერ წელს ვუსურვებთ ქალბატონ თამუნას თანამშრომლებთან და მოსწავლეებან ერთად!“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203