სამტრედიის N12 და სამტრედიის N4 საჯარო სკოლებმა საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს
02-10-2024

სამტრედიის N12 და სამტრედიის N4 საჯარო სკოლებში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით, საზეიმოდ დაიწყო. 

თავდაპირველად, სკოლებში საქართველოს დროშა აღიმართა და ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. აღსანიშნავია, რომ ორივე სკოლის სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ პირადად მიულოცა. 

იგი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსთან - თინათინ ხარძიანთან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან - ხათუნა გაგუასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში, მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო განწყობა სუფევდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203