ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებით განაახლეს.
საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობა გაჯერებულია არაერთი საინტერესო ღონისძიებითა თუ აქტივობით.
26 სექტემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლა შეუერთდა ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. რომლის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა საინტერესო და სახალისო ვიქტორინა და ქვიზები.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ და ენობრივ თავისებურებებს.
იხილეთ ფოტოები: