ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - 27 სექტემბერს კი, სასკოლო საზოგადოებამ ქართველი ერისთვის ტრაგიკული დღე გაიხსენა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საქართველოს დროშა დაეშვა.
„საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებსაც, ისევე სტკივათ აფხაზეთი, როგორც ქართველ მოსახლეობას“, - ამ სიტყვებით დაიწყო დღე ისტორიის მასწავლებელმა სამველ ღაზარიანმა.
მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ისტორია, რომელიც აფხაზეთის დაკარგვას უკავშირდებოდა, ესაუბრა ამ დიდ ტრაგედიაზე და ბოლოს, იმედიც გამოთქვა, რომ აფხაზეთი კვლავ საქართველოს ნაწილი იქნება.
იხილეთ ფოტოები: