ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის სწავლებას და იმის შეხსენებას, რომ აფხაზეთი საქართველოა.
27 სექტემბრს სკოლაში 1993 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
VIIა კლასში ჩატარდა კლასის საათი, სოხუმის დაცემის დღეს უკავშირდებოდა.
„აფხაზეთი საქართველოა“ - ეს იყო მოსწავლეთა გზავნილი, რომლებმაც ქართველი ერისთვის ტრაგიკული დღე ემოციურად გაიხსენეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა და მშვიდობიან მოქალაქეთა ხსოვნას.
დღის ბოლოს კი, გამოითქვა სურვილი - გაერთიანებულ საქართველოში აფხაზებთან ერთად მეგობრული თანაცხოვრებისა.
იხილეთ ფოტოები: