ხულდარისა და ცოფის საჯარო სკოლებს შორის, ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებლების ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
შეჯიბრი ორ ეტაპად წარიმართა - სკოლის შიდა და სკოლებს შორის.
პროქტის მიზანი იყო როგორც სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარება და მოტივაციის ზრდა, ასევე მეზობელი სკოლების დამეგობრება და გასვლითი ღონისძიებების ხელშეწყობა.
თამაში ცოფის სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დამთავრდა.
მონაწილეებსაც და გამარჯვებულებსაც სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები