სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლას პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, ყოველთვის ასახელებენ წარმატებული მოსწავლეები თუ კურსდამთავრებულები.
გამონაკლისი არც 2023-2024 სასწავლო წელი ყოფილა, სკოლის კურსდამთავრებულთაგან 70%-მა გადაწყვიტა სწავლის უმაღლეს საფეხურზე გაგრძელება და ეს წარმატებითაც გამოუვიდათ.
დღეს, საჯავახოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, სკოლაში მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის კედლებში იღრმავებენ.
სკოლაში ამაყობენ მათი მიღწევებით და ულოცავენ სტუდენტობას და წარმატებულ წლებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: