საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღეს ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს
30-09-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე გაიხსენეს.

„31 წელი სოხუმის დაცემიდან“ - მოსწავლეებმა, ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამართეს ლიტერატურული კომპოზიცია, ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის მძიმე დღეებზე, ასევე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად „იმოგზაურეს“ აფხაზეთში, გაიხსენეს აფხაზეთის ეროვნული გმირები, დაფიქრდნენ შეცდომებზე და ერთმანეთს აფხაზეთის დაბრუნების იმედით დაემშვიდობნენ: „ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს“. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი, ისტორიის პედაგოგი ქეთევან გაბლიშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203