„მე აფხაზეთი არ მინახავს“ - სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი კლასის საათი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
30-09-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში ჩატარდა კლასის საათი, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა. 

„მე აფხაზეთი არ მინახავს“, - ამ სახელწოდებით გაიმართა ღია გაკვეთილი კლასში, რომელსაც კლასის დამრიგებელი თამილა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა და სადაც მოსწავლეებმა ქართველო ერისთვის ტრაგიკული მოვლენა გაიხსენეს. 

აღსანიშნავია, რომ კლასის საათი გახსნეს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“, წყალტუბოს ახალგაზრდული კლუბის აქტიურმა წევრებმა: ლუკა ტყაბლაძემ და მათე იობიძემ, რომლებმაც პრეზენტაციაში ისაუბრეს აფხაზეთის ომის გამომწვევ მიზეზებზე, მიმდინარეობასა და შედეგებზე.

ბავშვებმა ნახეს ვიდეორგოლი, რომელიც მოამზადეს მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურმა წევრებმა.

მეექვსეკლასელები სულგანაბულნი უსმენდნენ კლუბის წევრებს, თავადაც გამოთქვეს სურვილი  წაეკითხათ მათ მიერ დაწერილი ესეები და ლექსები აფხაზეთზე.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა საინტერესო და ემოციური ნახატებიც შექმნეს. 

დღის ბოლოს კი, მოსწავლეებმა გამოთქვეს იმედი რომ მალე დავიბრუნებთ დაკარგულ,  ულამაზეს კუთხეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203