წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„სოხუმის დაცემის დღე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილით სავსე მოსაგონარია საქართველოს უახლეს ისტორიულ მოვლენათა შორის“- აღნიშნეს სკოლაში და ამ დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა - „გვახსოვდეს აფხაზეთი“, გამართეს.
მოსწავლეებმა ნახეს შემეცნებითი ხასიათის სასწავლო ფილმი - „რატომ არის აფხაზეთი საქართველო“, (აფხაზეთის სამეფოს ისტორია).
მოსწავლეებმა ისაუბრეს 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებზე, პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას, დაუშვეს სახელმწიფო დროშა და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
აქტივობას ფასილიტაცია გაუწია სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ირინე კოპალიანმა.
იხილეთ ფოტოები: