მარაბდის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში 
30-09-2024

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა. თუმცა, სკოლისთვის გასული სასწავლო წელიც არანაკლებ ნაყოფიერი და საინტერესო იყო. სკოლა მათ მიღწევებსა და წარმატებებს დიდი სიხარულით გვიზიარებს.

სკოლის მოსწავლეები, გასულ სასწავლო წელს ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლა პროექტში ჩაერთო გვიან, 2024 წლის მარტში, ბიოლოგიის მასწავლებლის - მარიამ ფიჩხულაშვილისა და ქართული ენის/ლიტერატურის მასწავლებლის - თეო ზივზივაძის ხელმძღვანელობით. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა, შექმნილ გუნდს დაარქვეს „ჟამი ყვავილობისა“.

„მიუხედავად მცირე დროისა, მოსწავლეებმა და ხელმძღვანელებმა განახორციელეს მრავალი საინტერესო, შემოქმედებით აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ფუნქციური და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეკოკლუბის წევრებმა შეძლეს ნახევარფინალში გადასვლა. ნახევარფინალში მოხვედრილმა მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია განხორციელებული აქტივობების შესახებ.

პროექტის ჟიურიმ მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა აქტივობებს - „აბრეშუმის ჭია“ „ნუშის ბაღი და ბიზნესი“. ნიკო კეცხოველის პროექტის ორგანიზატორებმა, მოსწავლეები და ხელმძღვანელი პედაგოგები დააჯილდოვეს ნოკო კეცხოველის სასკოლო პრემიის სერტიფიკატებით, მაისურებითა და სახელმძღვანელოებით.

სკოლის დირექციამ საზეიმო ვითარებაში გადასცა თითოეულ მონაწილეს კუთვნილი ჯილდო და საჩუქრები და ბოლოს, როგორც აღნიშნავენ, აღიარა მათი გაწეული შრომის შედეგები, რომლის საფუძველზე გალამაზდა სკოლის ეზო და ინფრასტრუქტურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203