აფხაზეთის N12 სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
30-09-2024

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ტრაგიკული დღე 27 სექტემბერი გაიხსენეს.

31 წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დღემ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„აფხაზეთი მოსწყვიტა საქართველოს და ადამიანები სამშობლოში დევნილებად აქცია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სკოლაში დაუშვეს საქართველოს სახელმწიფო დროშა. მოსწავლეებმა ისაუბრეს 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენების შესახებ,  გმირებზე, რომლებიც თავდადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად, იცავდნენ სოხუმს. მათ, ასევე წაიკითხეს ნაწყვეტები თეა ლომიძის ნაწარმოებიდან - „წერილი ბოთლში“. 

სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, გენო ადამიასა და მამია ალასანიას ბიუსტები ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაუნთეს გარდაცვლილთა სულებს.

მოსწავლეებმა ასევე შექმნეს თემატური ნახატები, მოაწყვეს პრეზენტაციები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

აღსანიშნავია, რომ 27 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ასევე ჯვართამაღლების დღეს აღნიშნავს. ამავდროულად 27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ტრაგიკულ დღედ ითვლება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203