ხონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
30-09-2024

სოხუმის დაცემის დღე, ხონის N4 საჯარო სკოლაში, წელსაც ტრაციდიციულად ტკივილით გაიხსენეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა ძირითად ნაწილს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილები წარმოადგენს, სწორედ ამიტომ,  ეს დღე მათთვის განსაკუთრებით ემოციური იყო.

ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა აფხაზეთის გმირების მემორიალთან ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ისინი ასევე დაესწრნენ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელ პარაკლისს. შემდეგ აფხაზეთის თემაზე ამაღელვებელი ლიტერატურული პერფორმანსი გაიმართა (ხელმძღვანელი - პედაგოგი თამარ ბოჭორიშვილი).

აღნიშნულ ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელები დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203