ტყიბულის N5 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია. აღსანიშნავია, რომ სკოლა 2023-2024 სასწავლო წელსაც ასახელეს კურსდამთავრებულებმა.
ახალგაზრდებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხნენ.
ტყიბულის N5 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს ახლა კი უკვე სტუდენტები, არიან:
მარიამ ჩიხრაძე - 100%- იანი გრანტი - კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესის-ადმინისტრირება;
„მარიამმა ამ შედეგს მიაღწია სკოლაში შეძენილი ცოდნით, მოხვდა საუკეთესო 501 აბიტურიენტს შორისაც და სრულიად უფასოდ სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ელენე ახვლედიანი - 70%- იანი გრანტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - საჯარო მმართველობა;
სალომე ბოჭორიშვილი - 70%-იანი გრანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), სპეციალობა - ინგლისური ფილოლოგია;
ელენა ბეშკენაძე - 70%- იანი გრანტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა- ინგლისური ენა და ლიტერატურა;
დავით ჭოლაძე - 50%-იანი გრანტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა- ბიზნესის ადმინისტრირება;
მარიამ კუბლაშვილი კი გახდა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი, სპეციალობა - ფსიქოლოგია.
ტყიბულის N5 საჯარო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს დირექცია და პედაგოგები სტუდენტობას ულოცავენ, ასევე მათ წინსვლას უსურვებენ.