ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ემოციური ღონისძიება გაიმართა, რომელიც გაჯერებული იყო ეროვნული მოტივებითა და პატრიოტული სულისკვეთებით.
სასკოლო საზოგადოებამ პატივი მიაგო დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მოვლენებზე, გაეცნენ ისტორიულ წყაროებს და იმსჯელეს მის ირგვლივ. ბოლოს კი, იმედი გამოთქვეს, რომ მალე საქართველო გამთლიანდებოდა.
იხილეთ ფოტოები: