სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში, სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და ღონისძიებას დიდი ენთუზიაზმით უერთდებიან.
მათ შორის იყო ევროპის სასკოლო სპორტის დღე, რომელიც ევროკავშირის პატრონაჟით და ERASMUS+ ხელშეწყობით 26 სექტემბერს აღინიშნა.
რიონის საჯარო სკოლა სხვადასხვა ფიზიკური აქტივობითა და სპორტული თამაშით შეუერთდა საყოველთაო ღონისძიებას.
სპორტის პედაგოგი ემზარ ლოსაბერიძე შიდასასკოლო ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ. სკოლაში მოეწყო შეჯიბრება ესტაფეტა დაბრკოლების გადალახვა, კალათბურთი სამი-სამზე, მინი ფეხბურთი.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
„ჩვენი სკოლა ყოველწლიურად აქტიურად ჩაერთვება ევროპის სასკოლო სპორტის დღის აღნიშვნაში“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: