საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ხსენების დღე აღინიშნა. წელს წმინდა ქეთევან დედოფლის დაბადებიდან 450, მოწამეობრივი აღსრულებიდან კი - 400 წელი შესრულდა.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წმიდა დიდმოწამის, საქართველოს მნათობის, კახეთის დედოფლის - ქეთევანის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება, რომელშიც ისტორიის კლუბის წევრი მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს საქართველოს მე - 17 საუკუნის პირველი ნახევრის ისტორია და ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი ღვაწლი.
ღონისძიებას ესწრებოდა და მოსწავლეებს ქეთევან დედოფლის თავგანწირვის ისტორიულ მნიშვნელობაზე ესაუბრა, გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძემ.
ღონისძიება მოამზადეს საქართვლოს ისტორიისა და რელიგიების ისტორიის პედაგოგებმა - ივერი მერკვილაძემ და იოსებ აფაქიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დირექტორის მოადგილე, სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, ხარისხის მართვის მენეჯერი - მარიამ (მაყვალა) ანთაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა (ციცინო) ანთაძე.
იხილეთ ფოტოები: