წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
30-09-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ. 

მათ შორისაა კლასის საათი, სახელწოდებით -„27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა“. 

„ომმა მძიმე კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას - ეთნიკურმა წმენდამ ასობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე“, - ამ სიტყვებით დაიწყო კლასის საათი სკოლაში,  მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დიდი გულისტკივილით ისაუბრეს ომის სიმძიმეზე. 

მოსწავლეებმა არც ისე შორეული წარსულის მოვლენები გაიხსენეს, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203