რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლის - გიორგი გოგალაძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლის დირექცია დიდი სიამაყით გვიზიარებს ახალგაზრდა კალათბურთელის, 13 წლის გიორგი გოგალაძის მიღწევას, რომელიც საფრანგეთში, „ნიცას აკადემიაში“ ჩაირიცხა.
გიორგი, უკვე ერთი თვეა „ნიცას აკადემიაში“ ვარჯიშობს და რამდენიმე ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა, რის შემდეგაც აკადემიასთან 4 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
სკოლა მოხარულია, რომ გიორგი და არაერთი წარმატებული ახალგაზრდა იზრდება რუსთავის N20 საჯარო სკოლის კედლებში და მშობლიური სკოლის სახელს ამართლებს.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს გიორგის მიღწეულ წარმატებას და მას წინსვლას უსურვებს.
„ჩვენი სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეთა და წარმატებებს უსურვებს მას“, - აღნიშნავენ სკოლაში და ერთი სული აქვთ, როდის იხილავენ გიორგის დიდი საკალათბურთო ასპარეზზე.