სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება გეჯეთის საჯარო სკოლაში 
30-09-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა და პედაგოგებმა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე - 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს.

31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ ტრაგიკულ დღეს სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა, როგორც გვიყვებიან, აფხაზეთისადმი სიყვარული და სევდა ლექსებში გამოხატეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებზე,  გმირებზე, რომლებიც სიცოცხლის ფასად, იცავდნენ სოხუმს.

ღონისძიებას, გეჯეთის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ბესიაშვილი და მუსიკის პედაგოგი ქეთევან ფულარია ხელმძღვანელობდნენ.

„აფხაზეთი, სოხუმი“ ეს ის სიტყვებია, რომელიც ყველა ქართველის გულის სიღრმეში ტკივილს იწვევს.

აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი და ეს იქნება მარადიულად“

მოსწავლეები მთლიანად ერს უსურვებენ ერთხელ მაინც სიკვდილამდე აფხაზეთში გათენებულ საქართველოს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე ძალიან ემოციური იყო თითოეული მოსწავლისთვის.

31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203