წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშრებით გამართული მოსწავლეთა საზეიმო მიღება.
სკოლამ არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს დიდი სიხარულითა და სიყვარულით გაუღო კარი.
მოსწავლეებმა, მსაწავლებლებთან ერთად იზეიმეს სასწავლო წლის დაწყება. ღონისძიებამ ყველას წარუშლელი წუთები და მოგონებები აჩუქა - შთამბეჭდავი ნომრებით, ლექსებითა და სიმღერებით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დღე გაულამაზეს, თავად კი სასწავლო პროცესის განახლებით, მონატრებულ მეგობრებთან და მასწავლებლებთან დაუვიწყარი დრო გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: