ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების გაზრდის მიზნით, VIბ კლასში (დამრიგებელი თამილა თუთბერიძე) ჩატარდა გაკვეთილი თემაზე - „ბუნების შვილები“ (ვაჟა-ფშაველას „ქუჩის“ მიხედვით).
„რადგან გარემოსდაცვითი განათლება აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული პასუხისმგებლობის შესანარჩუნებლად, ეკოლოგიური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით გამახვილდა“,- გვეუბნებიან სკოლაში გაკვეთილის თემაზე საუბრისას.
სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა არაერთ აქტივობას.
მოსწავლეებმა გააანალიზეს ტექსტი, ისაუბრეს ბუნების როლზე ადამიანის ცხოვრებაში, წაიკითხეს ჩანახატები, წარმოადგინეს თავიანთი ნახატების პრეზენტაციები, შექმნეს სლოგანები ბუნების დაცვა-გაფრთხილებაზე და მიაკრეს „სურვილების ხეზე“.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე სალომე ქობალია,რომელმაც დადებითად შეაფასა მოსწავლეთა ნაშრომები და მოუწოდა ბავშვებს, ყოფილიყვნენ ბუნების ქომაგები.
იხილეთ ფოტოები: