26 სექტემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ხსოვნის დღე აღინიშნა. წმინდა ქეთევან დედოფლის დაბადებიდან 450, მოწამეობრივი აღსრულებიდან კი - 400 წელი შესრულდა.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში მოეწყო ხელნაწერი წერილების გამოფენა - „სიყვარილის ბარათები ქეთევან დედოფალს“.
დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ ამ ღონისძიებაში. მისწერეს წერილები წმინდა ქეთევანს, დაამზადეს სადედოფლო გვირგვინები. გამოფენაზე წარდგენილმა ნამუშევრებმა მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: