16 სექტემბერს, თბილისის N117 საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს.
სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები და მოგონებები აჩუქეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლის ენერგიულმა და შრომისმოყვარე დირექტორმა - ია ღვინაძემ მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება ნამდვილ ზეიმად უქცია.
დღის განმავლობაში თითოეული ცვლისთვის არაერთი ლამაზი ღონისძიება გაიმართა. აჟრიამულდა 117-ე სკოლის ეზო -კარი!
„კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, თანამშრომლებმა!“- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლე-მასწავლებელთა შემართება.
იხილეთ ფოტოები: