„დილას ვიწყებთ სიყვარულით“ - თბილისის N117 სკოლის პირველკლასელების სახალისო აქტივობა
30-09-2024

თბილისის N117 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეების განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ და ცდილობენ, რომ მათთვის სკოლა საყვარელ, სასიამოვნო და კომფორტულ სივრცედ აქციონ. 

ამის ნათელი მაგალითია 1 კლასის „ვარსკვლავები“ და მათი მასწავლებელი, რომლებიც ყოველ დილას ხალისითა და ამაღლებული განწყობით იწყებენ. 

მართალია ახალი სასწავლო წელი ჯერ მხოლოდ მესამე კვირაა დაიწყო, თუმცა პირველკლასელები უკვე დამეგობრდნენ და სკოლაში ადაპტაციაც მარტივად მოახერხეს. 

„ბევრი სითბო, სიყვარული და ჩახუტება ჩვენს პატარებს! დილას ვიწყებთ სიყვარულით!“, - ასე, ამ შემართებით იწყება დილა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203