ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
სკოლა, ამჯერად, ენების ევროპული დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, სკოლის უცხო ენათა კათედრამ (ნანა ბარბაქაძე,მარინა ჩინჩალაძე, ანუშ თაბაგარი) შემეცნებითი ღონისძიება: LANGUAGES IN MY SCHOOL მოაწყო.
ღონისძიება არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობით იყო დატვირთული. მასში ჩართული იყო ყველა საფეხურის მოსწავლე.
მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო პოსტერები, შემდგომ კი მათი პრეზენტაცია მოაწყვეს. მათ ასევე საინტერესო აქტივობა ჩაატარეს, რომელიც ითვალისწინებდა ცნობილი ადამიანების (მსახიობები, სპორტსმენები) ფოტოების ამოცნობას.
ღონისძიება ასევე მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
26 სექტემბერს მთელი ევროპა საზეიმოდ აღნიშნავს ენების ევროპულ დღეს.
იხილეთ ფოტოები: