ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა. პედაგოგები აქტიურად აგრძელებენ მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალმხრივი სასწავლო გარემოს შექმნას.
ამას მოწმობს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში ტარდება.
ამჯერად, სკოლაში, „საშაბათკვირო აკადემია“ ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. აქტივობის მეშვეობით, ბავშვები ბევრ საინტერესო სიახლეს გაეცნენ და საჭირო ინფორმაცია მიიღეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საერთო ჯამში, აკადემიაში ჩართული იყო 60-მდე მონაწილე. ისინი სამი დღის განმავლობაში მონაწილეობდნენ არაფორმალური განათლების აქტივობებში, როგორიცაა: ინტელექტუალური შეჯიბრებები, თეატრალური მინი წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, შემეცნებითი თამაშები.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: