წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ამ ტრაგიკულ დღეს, სკოლაში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - ლელა ლუკავამ ემოციური ღონისძიება მიუძღვნა. პედაგოგმა ვრცლად ისაუბრა ამ დღის მნიშვნელოვაბაზე, იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე. მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ეს დღე ძალიან ემოციური იყო თითოეული მოსწავლისთვის.
31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
იხილეთ ფოტოები: