ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, უცხოური ენების მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ენების ევროპული დღე აღნიშნეს
30-09-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწაავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებით განაახლეს. ტრადიციულად, მოსწავლეთა საგანმანათლებლო მოგზაურობა გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძებებით

26 სექტემბერს კი ქსოვრისის საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე აღინიშნა.

უცხოური ენების მასწავლებლებს - ელიზა ღვინიაშვილს, ნანა სეხნიაშვილს და თამუნა ამირაშვილს პროგრამაში ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობები.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ჩატარდა ენობრივი და გონებრივი თამაშები, მათ შეისწავლეს ლექსები და სიმღერები ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

მაღალი კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, რომელშიც გამოიყენეს სხვადასხვა სიმბოლოები, ციტატები, ფოტოები და ნახატები, ასევე მათთან გაიმართა საუბარი თემაზე - „ენების სამყაროში“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203