ჩხიკვთას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ცრემლიანი ისტორიის ამსახველი ფოტო- ვიდეო კადრები ნახეს და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა
30-09-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. 

მე-2 - მე- 4 კლასის მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელმა - ია ზურაბაშვილმა გაუზიარა უახლოესი ცრემლიანი ისტორიის ამსახველი ფოტო- ვიდეო კადრები. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომავალმა თაობამ გაიაზროს ქვეყნის მნიშვნელოვანი ისტორია და პატივი მიაგოს სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნა“, - აღნიშნავს პედაგოგი და აქტივობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს არც ისე შორეული წარსული, გაიაზრეს ომის სიმძიმე და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203