მარნეულის N3 საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს ეკოკლუბი - „მწვანე მომავალი“, მართავს საინტერესო აქტივობებს და სასკოლო საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებს.
ეკოკლუბმა ახალი სასწავლო წელი მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულ დასუფთავების აქციაში ჩართვით დაიწყო.
მოსწავლეები ხალისით მონაწილეობდნენ აქციაში, მათ გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის როლი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების აქცია ხორციელდება საინიციატივო ჯგუფ „მწვანე აზროვნებისა“ და „მარნეულის გოგონების გაძლიერების კლუბის“ ერთობლივი ინიციატივით. CENN-ის პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა -PRAISE Marneuli პროექტის ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER.
იხილეთ ფოტოები: