მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზაფხულის არდადეგების შემდეგ, მალევე აუწყვეს ფეხი სასკოლო ცხოვრებას და უკვე აქტიურად მონაწილეობენ საინტერესო აქტივობებშიც.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, სკოლის ბიბლიოთეკაში საინტერესო პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც სასწავლო ნაწილი ნინო სურმავა და ქართულის მასწავლებელი ნონა თოდუა ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მათი საყვარელი ლიტერატურა წარუდგინეს, შთაბეჭდილებები გაუზიარეს, წიგნებზე იმსჯელეს და კითხვის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
პრეზენტაციამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: