ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ჩვეული ხალისითა და მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყო.
სასკოლო საზოგადოებას მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცეს.
სკოლის ადმინისტრაციამ თითოეულ მოსწავლეს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ჩვენო პატარებო, ყოველი ახალი სასწავლო წელი თქვენს ცხოვრებაში არის კიდევ ერთი საინტერესო პერიოდი, ახალი ცოდნისა და გამოცდილების დასაწყისი. გისურვებთ ეს წელი ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებით გამორჩეული, ჩვენ კი როგორც თქვენი პედაგოგები ვიზრუნებ საკუთარი წვლილი შევიტანოთ თქვენს წარმატებაში“,- საზეიმოდ მიმართეს დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ.
იხილეთ ფოტოები: