ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამშობლოს სიყვარულს სასკოლო ცხოვრების პირველივე ნაბიჯებიდან ეზიარებიან
30-09-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოები მოსწავლეებს პატრიოტულ სულისკვეთებას დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, პედაგოგმა - ლუიზა ფირცხელავამ, სკოლაში, აქტივობა - „მე მიყვარს საქართველო“ ჩაატარა. მოსწავლეებმა კლასში საქართველოს სახელმწიფო დროშა ააფრიალეს. მათ კიდევ ერთხელ გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ქვეყნის სიყვარული.

„ჩემო პატარებო, მომავალი მართლაც თქვენია, გაიზარდეთ და იყავით საქართველოს საამაყო შვილები, ბედნიერ და გაბრწყინებულ საქართველოში გეცხოვროთ.

ღირსეულ მოქალაქეებად ადამიანები სკოლაში ყალიბდებიან, მისაბაძია, როცა სამშობლოს სიყვარულს  პირველივე ნაბიჯებიდან ეზიარებიან“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203