ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში 
30-09-2024

ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს წიგნების კითხვას დაწყებითი კლასებიდანვე აყვარებენ.

სწორედ ამიტომ, სკოლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად სტუმრობენ.

ამჯერად, სამკითხველოს მე-5 კლასის მოსწავლეები თემის - „ბიბლიოთეკაში“ ფარგლებში, ესტუმრნენ. მათ საყვარელი მწერლების წიგნები დაათვალიერეს, რომლებსაც საგულდაგულოდ გაეცნენ და მათი წაკითხვის სურვილი გამოხატეს. 

ეს დღე ნაყოფიერი და ძალიან საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203